A E L R T X Y

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აუ აფ აქ აც
ანა ანგ ანდ ანე ანთ ანი ანკ ანო ანტ ანუ ანჰ

ანტიოქსიდანტები

L. antioxidativa
Rus. антиоксиданты
E. antioxidants
(ბერძნ. anti წინააღმდეგ, ლათ. oxygenium ჟანგბადი) – 1. ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ (აფერხებენ ან ანელებენ) დაჟანგვის პროცესებს. ადამიანის და ცხოველების ორგანიზმში ყველა ქსოვილისა და უჯრედის აუცილებელი კომპონენტებია, რომლებიც იცავენ ბიოლოგიურ სუბსტრატებს დაჟანგვისაგან. 2. ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ (აფერხებენ ან ანელებენ) კანცეროგენების მეტაბოლიზმს და ამუხრუჭებენ სიმსივნეების ინდუქციას. მეორე მხრივ, იგივე შენაერთები ზოგ შემთხვევაში ამჟღავნებენ როგორც პრომოტორულ, ასევე კანცეროგენურ თვისებებსაც.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9