A E L R T X Y

ქა ქე ქი ქლ ქო ქრ ქს ქუ
ქლა ქლო

ქლამიდიები

E. chlamydia
Rus. хламидии
L. chlamydia
(ბერძნ. chlamida ქლამინდი, ძველი ბერძნული წამოსასხამი) - ობლიგატური, უჯრედშიდა ბაქტერიებია. ადამიანსა და ცხოველებში იწვევენ სხვადასხვა მძიმე დაავადებებს: ტრაქომას, ორნითოზს, პნევმონიას, მენინგოენცეფალიტს და სხვ. ქლამიდიები შედგებიან ინიციალური (ვეგეტაციური) და ელემენტარული სხეულაკებისაგან. ინიციალური ფორმების ზომებია 500-700 ნმ, ელემენტარული სხეულაკებისა კი 300 ნმ. ახასიათებთ განვითარების რთული ციკლი.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9