A E L R T X Y

ქა ქე ქი ქლ ქო ქრ ქს ქუ
ქოა ქოთ ქოლ ქონ ქორ

ქონდროდისტროფია

E. chondrodystrophy
Rus. хондродистрофия
L. chondrodystrophia
(ბერძნ. chondros ხრტილი, dys მოშლა, დარღვევა, trophe კვება) - ხრტილოვანი ქსოვილის წარმოქმნის დარღვევასთან დაკავშირებული მემკვიდრული დაავადება. მისი წარმოქმნა დაკავშირებულია მუკოპოლისაქარიდების მეტაბოლიზმის თანდაყოლილ დარღვევასთან. დაავადება ვლინდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მთელი რიგი დარღვევებით, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ქონდრისკაცობის განვითარებას. ხშირად ასეთ ავადმყოფებს უვითარდებათ ოსტეოპოროზი, ასევე გულის დაზიანებები და თვალის რქოვანას შემღვრევა.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9