E. chromoblastomycosisRus. хромобластомикозL. chromoblastomycosis (ბერძნ. chroma ფერი, blastos ყლორტი, ღივი, mykes სოკო, osis მდგომარეობა) - მიეკუთვნება კანქვეშა მიკოზების ჯგუფს. ქრონიკული გრანულომური დაავადებაა. გამომწვევები (Fonsecaea compacta, F.pedrosoi, Phialophora verrucosa, Cladophialophora carrionii და სხვ.) დიმორფული სოკოებია. მათ მიერ წარმოქმნილი კოლონიები მოყავისფრო-მოშავო შეფერილობისაა, რაც განპირობებულია მათში მელანინის არსებობით. გამომწვევი აგენტი ორგანიზმში იჭრება დაზიანებული კანიდან. სამკურნალოდ იყენებენ ინტრაკონაზოლს, 5-ფლუციტოზინს და ამფოტერიცინ B-ს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]