A E L R T X Y

ღე ღვ ღო ღრ
ღვი

ღვიძლი

E. liver
Rus. печень
L. hepar
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვალია. პარენქიმის სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეულია წილები, რომლებიც შედგებიან ნაღვლის გამომყოფი ჰეპატოციტებისაგან. ღვიძლში კარის ვენით შედის სისხლი, რომელიც მდიდარია გლიკოგენის, ცილების, ლიპიდების და სხვ. ნივთიერებების სინთეზისათვის აუცილებელი შენაერთებით. სისხლი ღვიძლიდან გადის ღვიძლის ვენის საშუალებით. ღვიძლი მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, რეტინოლის, მინერალური ნივთიერებების ცვლაში. მისი ბარიერული ფუნქცია მდგომარეობს ცვლის პროდუქტების დეზინტოქსიკაციაში, მიკრობების ზრდა-განვითარების ინჰიბიციაში და სხვ. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში, ელენთასთან ერთად ასრულებს სისხლის დეპოს როლს, ხოლო ემბრიონულ პერიოდში მონაწილეობს ჰემოპოეზში და იმუნური პროცესების ჩამოყალიბებაში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9