A E L R T X Y

ყა ყბ ყვ ყი ყლ ყნ ყუ
ყია ყივ ყით ყირ ყიფ

ყივანახველა

E. whooping cough
Rus. коклюш
L. pertussis
უმეტესწილად ბავშვების მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ციკლური მიმდინარეობით და პაროქსიზმული, სპაზმური ხველებით. ყივანახველას გამომწვევი ბაქტერია (Bordetella pertussis) აღმოჩენილ იქნა 1900 წელს. გრამ-უარყოფითია, მიეკუთვნება ჰემოფილურ ბაქტერიებს. ბორდეტელას ჩხირის თერმოლაბილური ეგზოტოქსინი (პერტუსინი) პათოგენურობის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. დასენიანება ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. საინკუბაციო პერიოდი 3-დან 14 დღეს შეადგენს. გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ ფორმირდება მყარი, ხანგრძლივი იმუნიტეტი. ბავშვებში სპეციფიკური პროფილაქტიკისათვის იყენებენ ადსორბირებულ ყივანახველა- დიფთერიულ-ტეტანუსის ვაქცინას (ყდტ).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9