A E L R T X Y

შ- შა შე შვ ში შმ შო შპ შრ შტ შუ
შაგ შავ შაკ შალ შან შარ

შავი ჭირი

E. plague (pest, black death)
Rus. чума
L. pestis
კონვენციური (საკარანტინო), მწვავე ინფექციური დაავადებაა მეტად მაღალი ლეტალობით. ანთროპოზონოზია. გამომწვევია Iersinia pestis. აღმოჩენილ იქნა 1894 წელს ფრანგი მეცნიერის ა. იერსენის მიერ. ხასიათდება ბიპათოგენობით, ფსიქროფილია. სადეზინფექციო საშუალებებიდან ყველაზე უფრო სწრაფად აღნიშნული ბაქტერიის გაუვნებლობას ახდენს სულემა (1:1000-ზე განზავებით). ბაქტერიის რეზერვუარული მასპინძლებია მღრღნელები, ხოლო გადამტანები - რწყილები. დაინფიცირების კონტაქტური და ტრანსმისიული გზების შემთხვევებში ვითარდება შავი ჭირის ბუბონური ფორმა, ინფექციის ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაცემისას კი ფილტვის ფორმა ძალზე მაღალი ლეტალობით. ავადმყოფობისათვის ტიპურია ძლიერი ინტოქსიკაცია, გულის უკმარისობა, მაღალი ტემპერატურა და სხვ. ავადმყოფი იღუპება გულის მწვავე უკმარისობით. თერაპიაში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება ანტიბიოტიკოთერაპიას.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9