A E L R T X Y

შ- შა შე შვ ში შმ შო შპ შრ შტ შუ
შებ შეკ შემ შერ შეშ შეძ შეწ

შებრუნებითი ტიფი

E. typhus recurrens
Rus. возвратный тиф
L. typhus recurrens
მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის ყველაზე უფრო დამახასიათებელ სიმპტომს წარმოადგენს ცხელების პერიოდული შეტევები. ეპიდემიური (ტილის) შებრუნებითი ტიფის გამომწვევია ობერმეიერის სპიროქეტა (Borrelia recurrentis), რომელიც მიეკუთვნება სპიროქეტების ოჯახის ბორელიების გვარს. ეპიდემიური შებრუნებითი ტიფის გამომწვევი ბორელია აქტიურად მოძრაობს, კარგად იღებება ფუქსინით და გიმზას საღებავით. გრამ-უარყოფითია, მკაცრი აერობი. არსებობს აგრეთვე ენდემური (ტკიპისმიერი) შებრუნებითი ტიფი, რომლის გამომწვევებია Borrelia persica, B.duttoni და სხვ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9