E. equisetumRus. хвощL. Equisetum (Equisetum arvense) მრავალწლიანი სპორიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ასკორბინის, ვაშლის და სხვა მჟავებს, მწარე, მთრიმლავ, ფისოვან ნივთიერებებს, ცილებს, კაროტინს, საპონინ ექვიზეტონინს, ცხიმოვან ზეთს, კალციუმის მარილებს. გააჩნია სისხლდენის შემაჩერებელი, შარდმდენი (ურეთრიტის, ცისტიტის, საშარდე მილში კენჭების გადაადგილების დროს), ანთების საწინააღმდეგო თვისებები. იყენებენ შარდის ბუშტის ანთებითი პროცესების დროს. აქვს მადეზინფიცირებელი, ჭრილობის შემხორცებელი და სხვა თვისებები. გამოიყენება ფილტვებისა და თირკმლების პათოლოგიების შემთხვევებში და სხვ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]