A E L R T X Y

შ- შა შე შვ ში შმ შო შპ შრ შტ შუ
შიგ შიდ შიზ შის შიფ

შისტოსომოზი

E. schistosomiasis
Rus. шистосомоз
L. schistosomosis
(ბერძნ. schistos გახლეჩილი, soma სხეული) - Schistosoma-ს გვარის სისხლის ტრემატოდების მიერ გამოწვეული ტროპიკული ავადმყოფობაა. პარაზიტი კვერცხებს დებს ინვაზირებული ადამიანების შარდში და განავალში. ადამიანს უვითარდება ანემია, ანთება, ფაღარათი, ჰეპატოსპლენომეგალია, წარმოიქმნება ნაწიბურები. შესაძლებელია ციროზის განვითარება. ტრემატოდების შარდის ბუშტში მოხვედრისას, ადგილი აქვს ჰემატურიას, ვითარდება ცისტიტი და შესაძლებელია განვითარდეს შარდის ბუშტის კიბო. მკურნალობისათვის იყენებენ სურმის შემცველ სამკურნალწამლო საშუალებებს, აგრეთვე პრაზიქვანტელს და ნირიდაზოლს. აღნიშნული ავადმყოფობა საქართველოში არ გვხვდება, თუმცა გამორიცხული არ არის მისი შემოტანა ტრანზიტული გზით.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9