A E L R T X Y

ცა ცე ცთ ცი ცო ცრ ცხ
ცეკ ცელ ცემ ცენ ცერ ცეს ცეფ

ცეფალოსპორინები

E. cephalosporins
Rus. цефалоспорины
L. cephalosporini
ანტიბიოტიკების ერთ-ერთი კლასია. სოკოების - Cephalosporium acremonium- ის, C.salmosynnematum-ის და სხვების მეტაბოლიზმის პროდუქტებია. აღნიშნულ ბუნებრივ შენაერთზე გვერდითი ჯაჭვების დამატებით იღებენ მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ნახევრადსინთეზურ ანტიბიოტიკებს. აზიანებენ ზოგიერთი ბაქტერიის უჯრედის კედელს. პენიცილინებთან შედარებით, უფრო მდგრადებია ბეტალაქტამაზების მიმართ. იყენებენ პენიცილინისადმი ალერგიული პაციენტების სამკურნალოდ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9