A E L R T X Y

ცა ცე ცთ ცი ცო ცრ ცხ
ცია ციკ ცილ ციმ ცირ ცის ციტ

ცილები

E. proteins,
Rus. белки
L. albumina
მაღალმოლეკულური ორგანული ნივ- თიერებებია, რომელთა შემადგენლობაში შედის გარკვეული თანმიმდევრობით შეკავშირებული ამინმჟავები. განასხვავებენ მარტივ (პროტეინები) და რთულ (პროტეიდები) ცილებს. აღნიშნული მაკრომოლეკულები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ორგანიზმის სტრუქტურასა და ცხოველქმედებაში. ასრულებენ სამშენებლო, კატალიზურ, სატრანსპორტო, სასიგნალო, დამცველობით, კვებით, მამოძრავებელ, ენერგეტიკულ და ჰორმონულ ფუნქციებს. არჩევენ ცილის მოლეკულის ორგანიზაციის პირველად, მეორეულ, მესამეულ და მეოთხეულ სტრუქტურებს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9