E. cystolithiasisRus. цистолитиазL. cystolithiasis (ლათ. cystis ბუშტი, ბერძნ. lithos ქვა, კენჭი, iasis მდგომარეობა) - კენჭების (კონკრემენტების) არსებობა შარდის ბუშტში. კენჭები წარმოიქმნება ან უშუალოდ შარდის ბუშტში მისი დახშობის, შარდის შეკავების ან ინფექციის შედეგად (პირველადი კონკრემენტები - primary calculi), ან ამ ორგანოში ხვდებიან თირკმლებიდან (მეორადი კონკრემენტები - secondary calculi). კენჭების ამოღება ხდება მათი დაშლით ან და ქირურგიული გზით.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]