A E L R T X Y

ცა ცე ცთ ცი ცო ცრ ცხ
ცია ციკ ცილ ციმ ცირ ცის ციტ

ციტოგენეტიკა

E. cytogenetics
Rus. цитогенетика
L. cytogenetica
(ბერძნ. kytos უჯრედი, genetikos წარმოშობასთან დაკავშირებული) - გენეტიკის დარგი, რომელიც სწავლობს მემკვიდრეობის და ცვალებადობის კანონზომიერებებს უჯრედების და სუბუჯრედული სტრუქტურების (უმთავრესად ქრომოსომების) დონეზე. ციტოგენეტიკა სწავლობს ქრომოსომების მორფოლოგიას, ფუნქციას, სტრუქტურულ და ქიმიურ ორგანიზაციას. მჭიდროდაა დაკავშირებული გენეტიკისა და ციტოლოგიის დარგებთან: მოლეკულურ გენეტიკასთან, ციტოქიმიასთან, კარიოლოგიასთან, კარიოსისტემატიკათან და სხვ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9