A E L R T X Y

ცა ცე ცთ ცი ცო ცრ ცხ
ცხე ცხვ ცხი

ცხელება

E. fever
Rus. лихорадка
L. febris
ორგანიზმის დამცველობით-შეგუებითი რეაქციაა. მდგომარეობა, როდესაც სხეულის ტემპერატურა ნორმალურზე მაღალია. ჩვეულებრივ, თან ახლავს შეციება, თავის ტკივილები, გულისრევა, ყაბზობა ან ფაღარათი. სხეულის ტემპერატურის მომატებამ 40,50ჩ-ზე ზევით, შეიძლება გამოიწვიოს დელირიუმი და კრუნჩხვები (განსაკუთრებით, პატარა ბავშვებში). ცხელების მიზეზი უმეტეს შემთხვევებში სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებია. ცნობილია ყვითელი, დენგეს, ხუნინის, მაჩუპოს, საბიას, გუანარიტოს და სხვ. ცხელებები, ქუ ცხელება და სხვ. ზოგჯერ თან ერთვის ჰემორაგიული სინდრომი.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9