A E L R T X Y

ცა ცე ცთ ცი ცო ცრ ცხ
ცხე ცხვ ცხი

ცხელება დენგეს

E. fever dengue
Rus. лихорадка денге
L. febris dengue
დაავადების სახელწოდება წარმოდგება ინგლისური სიტყვა dandy-ს (ფრანტი, კოხტაობის მოყვარული) დამახინჯებული ვარიანტიდან, რაც განპირობებულია კუნთებისა და სახსრების ტკივილის გამო ავადმყოფის დამახასიათებელი შესახედაობითა და სიარულის მანერით. გავრცელებულია ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის ქვეყნებში. დაავადებისათვის დამახასიათებელია ცხელების მდგომარეობა, გამონაყარი, ტკივილები სახსრებსა და კუნთებში. არც თუ იშვიათად ადგილი აქვს ჰემორაგიული ფორმის განვითარებას. ვირუსი გამოყოფილ იქნა 1944 წელს ა.სებინის მიერ. მიეკუთვნება ფლავივირუსების ოჯახს. ვაზოტროპულია. რეპროდუცირდება ღვიძლში, ძვლის ტვინში, კუნთებში და სხვ. ინფექციის რეზერვუარი ავადმყოფი ადამიანები და მაიმუნებია. ვირუსი ადამიანს გადაეცემა Aedes-ის გვარის კოღოებით (Aedes niveus).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9