A E L R T X Y

ცა ცე ცთ ცი ცო ცრ ცხ
ცხე ცხვ ცხი

ცხელება კონგო-ყირიმის

E. Congo- Crimean fever
Rus. Конго-Крымская лихорадка
L. Congo-Crimean febris
იგივე ყირიმ-კონგოს ცხელება. გამომწვევი მიეკუთვნება ბუნიავირუსების ოჯახს (იხ. ვირუსი კონგო-ყირიმის ჰემორაგიული ცხელების). ვაზოტროპული ვირუსია. ძირითადი რეზერვუარი ბუნებაში ტკიპების მრავალი სახეობაა. ცხოველები, რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ (თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები და თხები) ვირუსის დროებითი რეზერვუარებია. ადამიანი უფრო ხშირად ინფიცირდება ტრანსმისიულად, ტკიპების კბენით. ადამიანიდან ადამიანს ინფექცია არ გადაეცემა. შესაძლებელია დაინფიცირება ავადმყოფის სისხლთან ან ინფიცირებულ საგნებთან კონტაქტისას, რადგანაც ავადმყოფის სისხლი დაავადების მწვავე ფაზაში შეიცავს ვირუსის მაღალ კონცენტრაციას. ვირუსი იწვევს გენერალიზებული კაპილაროტოქსიკოზის განვითარებას. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, სისხლჩაქცევები, სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ლეტალობა 40%-ს აღწევს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9