A E L R T X Y

ცა ცე ცთ ცი ცო ცრ ცხ
ცხე ცხვ ცხი

ცხელება ლასას

E. Lassa fever
Rus. лихорадка Ласса
L. Lassa febris
დაავადების გამომწვევი ვირუსი მიეკუთვნება არენავირუსების ოჯახს. აღნიშნული რნმ-შემცველი ვირუსი გამოყოფილ იქნა 1969 წელს ნიგერიაში, ქ.ლასას მისიონერთა ჰოსპიტალში. დაავადება მიმდინარეობს ცენტრა ლური ნერვული სისტემის დარღვევებით. ენდემურია აფრიკის ცენტრალური და დასავლეთი რაიონებისათვის. ძირითადი რეზრვუარია ე.წ. მრავალდვრილიანი ვირთაგვები, რომლებიც გამომწვევ აგენტს გამოყოფენ შარდთან და ნერწყვთან ერთად. ადამიანი ინფიცირდება ალიმენტური, კონტაქტური და ჰაერ-წვეთოვანი გზებით. მძიმე ფორმების დროს ლეტალობა 70%-ს აღწევს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9