E. Marburg feverRus. лихорадка МарбургаL. febris Marburgi - მძიმე ინტოქსიკაციით, გამონაყრით, კანქვეშა და შინაგანი სისხლჩაქცევებით მიმდინარე ცხელებაა. საინკუბაციო პერიოდი 3-9 დღეს შეადგენს. ლეტალობა 50-88%-ს აღწევს. რეზერვუარული მასპინძლები შეიძლება იყვნენ მღრღნელები და მაიმუნები. დაავადების გამომწვევია ფილოვირუსების ოჯახის ვირუსი, რომელიც 1967 წელს გამოყვეს მარბურგში, აფრიკულ მწვანე მაიმუნებზე მომუშავე ლაბორატორიის თანამშრომლებისაგან და ბელგრადში - ავადმყოფების სისხლისა და სელექციური მასალისაგან.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]