A E L R T X Y

ცა ცე ცთ ცი ცო ცრ ცხ
ცხე ცხვ ცხი

ცხელება ყვითელი

E. yellow fever
Rus. желтая лихорадка
L. febris flava
მწვავე ვირუსული (იხ. ვირუსი ყვითელი ცხელების) დაავადებაა, რომელიც უმთავრესად გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. კონვენციური (საკარანტინო) ინფექციაა. ახასიათებს მძიმე კლინიკური მიმდინარეობა მაღალი ლეტალობით. ვირუსის გადამტანია Aedes-ის და Hemagogus-ის გვარის კოღოები. არ არის დაფიქსირებული იმ რეგიონებში, სადაც გავრცელებულია დენგეს ცხელება. როგორც ეტყობა, ეს ორი ვირუსი ვიკარული ან ურთიერთგამომრიცხავი მიკროორგანიზმებია. ყვითელი ცხელებისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, სიყვითლე (ღვიძლის დაზიანების გამო), კუნთების ტკივილი, სისხლიანი პირღებინება, ჰემორაგია, ცხელება. გადატანილი ავადმყოფობა ქმნის იმუნიტეტს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9