E. tsutsugamushi feverRus. лихорадка цуцугамушиL. febris tsutsugamushi ადამიანის მწვავე ინფექციური დაავადებაა, ხასიათდება ბუნებრივ-კეროვანი გავრცელებით. მიეკუთვნება რიკეტსიოზების ჯგუფს. რიკეტსიის (Orientia tsutsugamushi) გადამტანია ინფიცირებული ტკიპა. დაავადების ამოცნობა ხდება სეროდიაგნოსტიკის საშუალებით. პროფილაქტიკის ღონისძიებებია: დერატიზაცია, დეზინსექცია - ინფექციის გავრცელების ბუნებრივ კერებში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]