A E L R T X Y

ძა ძვ ძი ძუ
ძილ ძირ

ძილი

E. sleep
Rus. сон
L. somnus
ადამიანის ორგანიზმის მოსვენების მდგომარეობა, როდესაც თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების აქტივობა შეცვლილია და გარემოსთან კონტაქტი გაწყვეტილია. ფიზიოლოგიური (ბუნებრივი) ძილის გარდა არჩევენ ნარკოზულ ძილს (ვითარდება ნარკოზის პირობებში და საძილე საშუალებათა მიღების შედეგად), ჰიპნოზურ ძილს, საღათას ძილს და სხვ. დადგენილია, რომ ძილი მოიცავს ნელ და სწრაფ ფაზებს. თავის ტვინის სისხლით მომარაგება და ჟანგბადის შთანთქმა ძილის დროს, სიფხიზლის მდგომარეობასთან შედარებით, დაქვეითებული არ არის.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9