A E L R T X Y

წა წვ წი წმ წუ წყ
წით წინ

წითელა

E. measles
Rus. корь
L. morbilli
ბავშვთა ასაკის მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევია პარამიქსოვირუსების ოჯახის Morbillivirus-ის გვარის ვირუსი. პარამიქსოვირუსების ოჯახის სხვა წარმომადგენლებისაგან განსხვავებით, ამ ვირუსს არ გააჩნია ნეირამინიდაზა და ძნელად ადაპტირდება ქათმის ემბრიონებში. ძირითადი დაავადების (წითელას) გარდა, ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს მეორადი იმუნოდეფიციტის განვითარება, აგრეთვე ენცეფალომიელიტი. ვირუსი წარმოქმნის წითელასათვის პათოგნომურ უორტინფინკელდეის გიგანტურ უჯრედებს. წითელას ახასიათებს სპეციფიკური გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება მთელ სხეულზე. საინკუბაციო პერიოდი 7-10 დღეს შეადგენს. ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. საინკუბაციო პერიოდის ბოლო დღეებში და ავადმყოფობის პირველ 2-3 დღეს ადამიანი ინფექციის გადამდებია. დაავადება იძლევა მყარ იმუნიტეტს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9