A E L R T X Y

წა წვ წი წმ წუ წყ
წით წინ

წითურა

E. rubella
Rus. краснуха
L. rubeola
(ლათ. ruber წითელი) - გადამდები ინფექციური დაავადებაა. გამომწვევია დერმატროპული ვირუსი. რნმ-ს შემცველი, ტოგავირუსების ოჯახის, რუბივირუსების გვარის წარმომადგენელია. გააჩნია ტროპიზმი ემბრიონული ქსოვილისადმი, ადვილად გადის პლაცენტურ ბარიერს. ფეხმძიმობის სხვადასხვა პერიოდში (ტრიმესტრში) აღნიშნული ვირუსი ჩანასახსა და ნაყოფზე მოქმედებს ტერატოგენურად, კანცეროგენურად და სხვ. დაავადებისათვის დამახასიათებელია პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება და გამონაყარი. იძლევა მყარ იმუნიტეტს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9