A E L R T X Y

ხა ხე ხვ ხმ ხო ხრ ხს
ხაზ ხალ ხაო ხარ ხაშ ხახ

ხაშხაში

E. opium poppy
Rus. мак снотворный
L. Papaver somniferum L.
იგივე საძილე ყაყაჩო. ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს 20-ზე მეტ ალკალოიდს, რომელთაგან მთავარია მორფინი, კოდეინი და პაპავერინი. მორფინს ფართოდ იყენებენ ოპერაციის წინ ან მის შემდგომ, როგორც ტკივილგამაყუჩებელს, აგრეთვე ტრავმების დროს შოკის თავიდან ასაცილებლად, ავთვისებიანი სიმსივნეებით გამოწვეული ძლიერი ტკივილებისას და სხვ. კოდეინი ძირითადად ნერვების დამაწყნარებელია. პაპავერინს იყენებენ ჰიპერტონიული დაავადებების, სტენოკარდიისა და ბრონქული ასთმის შემთხვევებში. მორფინის მრავალჯერადი და ხანგრძლივი მიღება იწვევს ე.წ. ეიფორიას და ავადმყოფურ ლტოლვას ამ პრეპარატისადმი (მორფინიზმი).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9