A E L R T X Y

ხა ხე ხვ ხმ ხო ხრ ხს
ხელ ხერ

ხერხემალი

E. back-bone
Rus. позвоночник
L. columna vertebralis
ღერძული ჩონჩხის ძირითადი ნაწილი. ასრულებს საყრდენ-მამოძრავებელ როლს და იცავს ზურგის ტვინს დაზიანებისაგან. შედგება ცალკეული მალებისაგან. ახალშობილი ადამიანის ხერხემალი შედგება 33 მალისაგან: 7 - კისრის, 12 - გულმკერდის, 5 - წელის, 5 - გავის და 4 - კუდუსუნის მა ლისაგან. ზრდასრულ ადამიანში ადგილი აქვს გავის და კუდუსუნის მალების შეზრდას 2 ცალკეულ ძვლად (შესაბამისად, გავა და კუდუსუნი). აქედან გამომდინარე, ზრდასრული ადამია ნის ხერხემალი შედგება 26 მალისაგან.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9