A E L R T X Y

ჯა ჯი ჯო ჯუ
ჯიბ ჯილ ჯირ

ჯირკვლები

E. glands
Rus. железы
L. glandulae
ეპითელური ქსოვილისაგან შემდგარი ორგანოები, რომლებიც გამოიმუშავებენ სხვადასხვა ფიზიოლოგიური დანიშნულების თხევად ნივთიერებებს - სეკრეტებს (მაგ., ლორწოს, ნერწყვს, ოფლს, კუჭის წვენს, ნაღველს და სხვ.) ან ინკრეტებს (ჰორმონებს), რომლებიც უშუალოდ სისხლში გადადის. განასხვავებენ ეგზოკრინულ (საოფლე, სანერწყვე და სხვ.), ენდოკრინულ (თირკმელზედა, ფარისებრ და სხვ.) და შერეული ტიპის ჯირკვლებს (სასქესო, კუჭქვეშა ჯირკვალი), რომელთაც გააჩნიათ შინაგანი და გარეგანი სეკრეცია.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9