A E L R T X Y

ჯა ჯი ჯო ჯუ
ჯუჯ

ჯუჯა სოლიტერი

E. dwarf tapeworm
Rus. карликовый цепень
L. Hymenolepis nana
ბრტყელი ჭიების ტიპის, ცესტოდების კლასის წარმომადგენელია. პარაზიტობს ადამიანის ორგანიზმში, განსაკუთრებით ბავშვებში. მისი სტრობილის სიგრძე მხოლოდ 1-4მმ-ია, სიგანე - 0,7-0,9მმ. მრგვალ ხორთუმზე აქვს ერთ რიგად განლაგებული 20-24 კაუჭი, ხოლო თავზე 4 მისამაგრებელი ბორცვი. დეფინიტური მასპინძელია ადამიანი და თაგვები. ადამიანი ამავე დროს წარმოადგენს მთავარ შუალედურ მასპინძელს. სხვა ცესტოდებისაგან განსხვავებით, ჯუჯა სოლიტერის განვითარება მიმდინარეობს მასპინძლის გამოუცვლელად. პარაზიტის კვერცხები წყალსა და გაურეცხავ მწვანილთან ერთად ხვდება ადამიანის ორგანიზმში. ადგილი აქვს აგრეთვე ავტოინვაზიასაც. ცესტოდა იწვევს ნერვული სისტემის მოშლილობას, ზოგჯერ შეკრულობას ან ფაღარათს, სიგამხდრეს და სხვ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9