E. blood-brain barrierRus. гемтоенцефалический барьерL. impedimentum haematoencephalis (ბერძნ. haima სისხლი, enkephalon თავის ტვინი, ფრანგ. barriere) - ფიზიოლოგიური მექანიზმი, რომელიც არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას სისხლსა, ლიკვორსა და თავის ტვინს შორის, აგრეთვე ახორციელებს დაცვით ფუნქციებს, აბრკოლებს რა ცნს-ში სისხლში მოხვედრილი სხვადასხვა უცხო ნივთიერებების, აგრეთვე თვით ორგანიზმში წარმოქმნილ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად სინთეზირებული პროდუქტების შეჭრას. ტერმინი შემოღებულია 1921 წელს შვედი რ.გოტიეს მიერ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]