A E L R T X Y

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰებ ჰელ ჰემ ჰეპ ჰერ ჰეტ

ჰემოლიზი

E. hemolysis
Rus. гемолиз
E. haemolysis
(ბერძნ. haima სისხლი, lysis დაშლა, გახსნა) - ერითროციტების დაშლის პროცესი, რის შედეგადაც გამოიყოფა ჰემოგლობინი. ფიზიოლოგიური ჰემოლიზი ადამიანსა და ცხოველებში განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ერითროციტების საბოლოო დაშლას ადგილი აქვს ელენთაში. გამოთავისუფლებული ჰემოგლობი ნისაგან სინთეზდება ნაღვლის ერთ-ერთი პიგმენტი - ბილირუბინი. პათოლოგიური ჰემოლიზი ვითარდება ჰემოლიზური ანემიების, ჰემოგლობინოპათიების შემთხვევაში. ეს პროცესი შეიძლება განვითარდეს ჰემოლიზური შხამების მოქმედების შედეგადაც.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9