A E L R T X Y

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰებ ჰელ ჰემ ჰეპ ჰერ ჰეტ

ჰემოფილური ბაქტერიები

E. hemophils
Rus. гемофилы
L. haemophili
(ბერძნ. haima სისხლი, philia სიყვარული, მიდრეკილება, bakterion ჩხირი) - იგივე ჰემოფილები. მიეკუთვნებიან გვარ Haemophilus-ს. მასში გაერთიანებულნი არიან გრამ-უარყოფითი ბაქტერიებიბი. გვარი შეიცავს დაახლ. 20 სახეობას. ადამიანისათვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პათოგენია Haemophilus influenzae, აგრეთვე ე.წ. რბილი შანკრის გამომწვევი - Haemophilus ducreyi. ახასიათებთ პლეომორფიზმი. გააჩნიათ პილები. ვირულენტობის წამყვანი ფაქტორია კაფსულა. იწვევენ პნევმონიებს, სინუსიტებს, მენინგიტებს, სეფტიცემიებს და სხვ. ჰემოფილურ ინფექციებს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავიათ ბავშვთა სიკვდილიანობაში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9