A E L R T X Y

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰებ ჰელ ჰემ ჰეპ ჰერ ჰეტ

ჰეპატოციტები

E. hepatocytes
Rus. гепатоциты
L. hepatocyti
(ბერძნ. hepar ღვიძლი, kytos უჯრედი) - ღვიძლის ეპითელური უჯრედები, რომლებიც ამ ორგანოს ყველა უჯრედის დაახლოებით 60%-ს შეადგენენ. ბევრ მათგანს (ადამიანის ღვიძლში 20%-მდე) 2 და მეტი ბირთვი გააჩნიათ. გარდა ამისა, ჰეპატოციტებში მიმდინარე კარიოგამიის გამო, ადგილი აქვს პოლიპლოიდიზაციას. პოლიპლოიდური უჯრედების რაოდენობა ასაკთან ერთად მატულობს და მოხუცებულებში 80%-ს აღწევს. ჰეპატოციტები ასრულებს მეტაბოლურ ფუნქციებს (სხვადასხვა ნივთიერებების სინთეზი და დაგროვება, ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებლობა და ნაღველის წარმოქმნა).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9