E. hermaphroditismRus. гермафродитизмL. hermaphroditismus (ბერძნ. მითოლოგიური არსების, ღმერთების ჰერმესისა და აფროდიტეს შვილის, ჰერმაფროდიტეს სახელის მიხედვით) - მოვლენა, როდესაც ერთსა და იმავე ორგანიზმს აქვს როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის ნიშნები: კერძოდ, გააჩნია როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სასქესო ორგანოები, ანდა სასქესო ორგანოები შეიცავენ როგორც საკვერცხეებისათვის, ასევე სათესლე ჯირკვლებისათვის დამახასიათებელ უჯრედებს. ადამიანში ჭეშმარიტი ჰერმაფროდიტიზმი უაღრესად იშვიათია.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]