A E L R T X Y

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰებ ჰელ ჰემ ჰეპ ჰერ ჰეტ

ჰერნია

E. hernia
Rus. герния
L. herniae
(ლათ. hernia თიაქარი) - ქართულად: თიაქარი. ვისცერული ორგანოების გამოსვლა მუცლის ღრუს გარეთ, კანქვეშ ან სხვა ქსოვილებსა და ღრუებში. საზარდულის თიაქარი (inguinal hernia) შეიძლება განვითარდეს ძლიერი ფიზიკური დაძაბულობის ან ხველების შემთხვევაში. სათესლე პარკის თიაქარი (scrotal hernia) აგრეთვე მიეკუთვნება საზარდულის თიაქრებს, იგი ხშირად ეშვება სათესლე პარკში. განასხვავებენ აგრეთვე დიაფრაგმულ, ჭიპლარის (იგივე ემბრიონულ), ეპიგასტრულ და სხვ. სახის თიაქრებს. თიაქრის შემთხვევაში შეიძლება ადგილი ექნეს სხვადასხვა გართულებებს: ორგანოების შეშუპებას, ჩაჭედვას, სისხლის მიმოქცევის დარღვევას, ტკივილებს და სხვ. მკურნალობის საუკეთესო მეთოდი ქირურგიული ჩარევაა.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9