A E L R T X Y

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰია ჰიბ ჰიგ ჰიდ ჰიმ ჰიპ ჰირ ჰის

ჰიალურონიდაზა

E. hyaluronidase
Rus. гиалуронидаза
L. hyaluronidasa
ჰიალურონის მჟავის და სხვა მისი მონათესავე შენაერთების ჰიდროლიზური დაშლის და დეპოლიმერიზაციის პროცესების მაკატალიზებელი ფერმენტების საერთო სახელწოდება. ასრულებს მნიშვნელოვან ბიოლოგიურ როლს, რაც დაკავშირებულია ქსოვილების შეღმწევადობის ცვლილებებთან, მათი ჰიდრატაციის ხარისხთან და სხვ. სპერმატოზოიდებში არსებული ჰიალურონიდაზა იწვევს ადამიანის კვერცხუჯრედის გარემომცველი სხივური გვირგვინის (Corona radiata) შემადგენელი უჯრედების დამაკავშირებელი ჰია ლურონის მჟავის დაშლას, რაც აუცილებელია განაყოფიერების პროცესისათვის.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9