A E L R T X Y

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰია ჰიბ ჰიგ ჰიდ ჰიმ ჰიპ ჰირ ჰის

ჰიდროფობია

E. hydrophobia
Rus. гидрофобия
L. rabies
(ბერძნ. hydor წყალი, phobia შიში) - ქართულად: ცოფი. მწვავე ვირუსული დაავადებაა (იხ. შესაბამისი ვირუსი). მიეკუთვნება ანთროპოზოონოზებს. ადამიანს ვირუსი გადაეცემა დაავადებული ცხოველების კბენისას ნერწყვის საშუალებით. ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, აგზნებით, სასუნთქი და საყლაპავი მუსკულატურის კრუნჩხვებით და დამბლით. დაავადება უფრო ხშირად გადააქვთ ძაღლებს. ადამიანიდან ადამიანზე ინფექცია არ გადადის. ლ.პასტერმა შეიმუშავა ამ დაავადების სპეციფიკური პროფილაქტიკური აცრები (ვაქცინა და შრატი).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9