E. hypoglycemiaRus. гипогликемияL. hypoglycaemia (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, glykys ტკბილი, haima სისხლი) - სისხლში შაქრის შემცველობის შემცირება ნორმასთან შედარებით. შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა და ა.შ. ძლიერ გამოხატული ჰიპოგლიკემიისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემიური კომა. ჰიპოგლიკემია ჩვეულებრივ ვითარდება შაქრიანი დიაბეტისას - ინსულინის ჭარბი დოზების მიღების ან ნახშირწყლების არასაკმარისი მოხმარების შედეგად.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]