E. major histocompatibility complexRus. главный комплекс гистосовместимостиL. histocompatibily primus complexus (ბერძნ. histos ქსოვილი) - გენების ჯგუფი, რომელიც აკოდირებს 3 კლასის მოლეკულებს. ადამიანში ეს არის მე-6 ქრომოსომაში ლოკალიზებული HLA (human leukocyte antigen) კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს სომატურ ინდივიდუალობას და ინდივიდის იმუნორეაქტიულობას. ჰისტოშეთავსების მთავარი კომპლექსის ანტიგენების ტიპირება აუცილებელი პირობაა დონორისა და რეციპიენტის წყვილის შერჩევისას ორგანოების ალოტრანსპლანტაციების შემთხვევაში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]