A E L R T X Y

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰოლ ჰომ ჰორ ჰოს ჰოჯ

ჰომო ერექტუსი

E. Homo erectus
Rus. гомо эректус
L. Homo erectus
პრეისტორიული ადამიანი, რომლის ნაშთები 16- კბილიანი ქვედა ყბის და 2 თავის ქალას (ქალისა და მამაკაცის) სახით 1999 წლის 24 ივლისს აღმოაჩინეს ქართველმა და გერმანელმა არქეოლოგებმა დმანისის ნაქალაქარში. დმანისელი ჰომინიდების ასაკია 1,7-1,8 მლნ წელი, მაშინ როდესაც უძველესი ევროპელის ასაკად 1 მლნ წელი იყო მიჩნეული. ამ აღმოჩენით დამტკიცდა, რომ ადამიანის შორეული წინაპარი წარმოშობის კერიდან, აფრიკიდან განსახლდა და დაიკავა ახალი საცხოვრებელი ადგილი - სამხრეთ კავკასია, ხოლო შემდეგ გადავიდა ევროპასა და აზიაში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9