A E L R T X Y

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰოლ ჰომ ჰორ ჰოს ჰოჯ

ჰომო ჰაბილისი

E. homo habilis
Rus. гомо хабилис
L. homo habilis
იგივე მარჯვე ადამიანი. ადამიანის ბიოლოგიური გვარის ფორმირებას უკავშირებენ ჰაბილისის სახეობას, რომლის ნაშთები აღმოჩენილია აფრიკაში და რომლის ასაკი დათარიღებულია 2,6 მლნ წლით, ხოლო ზოგიერთი მონაცემით - 3,5 მლნ წლით. ჰაბილისისათვის დამახასიათებელი იყო თანამედროვე ტიპის ამართული სიარული, ბგერითი სიგნალიზაცია, იარაღების დამზადება და ცეცხლის გამოყენება.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9