E. actinomycosisRus. актиномикозL. actinomycosis (ბერძნ. aktinos სხივი, mykes სოკო) – ადამიანისა და ცხოველების ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია აერობული და ანაერობული მიკროორგანიზმებით – აქტინომიცეტებით, რომლებიც ამჟამად ბაქტერიების სამეფოს მიეკუთვნებიან. ხასიათდება ქსოვილებისა და ორგანოების გრანულომატოზური დაზიანებით, რასაც თან ახლავს ინფილტრაციები, აბსცესები, ფისტულები და სხვ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]