A E L R T X Y

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აუ აფ აქ აც
აქა აქი აქო აქს აქტ აქც

აქტიური ტრანსპორტი

E. active transport
Rus. активный транспорт
L. transportus activus
კვების ამ მექანიზმის საშუალებით, გახსნილი საკვები ნივთიერებები უჯრედში შედის კონცენტრაციის გრადიენტის საპირისპიროდ, ამიტომ იგი ითხოვს ენერგიის ხარჯვას. აქტიურ ტრანსპორტში მონაწილეობენ პერიპლაზმურ სივრცეში ლოკალიზებული განსაკუთრებული შემბოჭავი, შემაკავშირებელი ცილები, რომლებიც არ არიან პერმეაზების (იხ. შემსუბუქებული დი ფუზია) იდენტურები. ისინი არ შედიან უჯრედული მემბრანების სტრუქტურებში. აღნიშნულ შემაკავშირებელ ცილებს არ გააჩნია კატალიზური აქტიურობა, სამაგიეროდ ახასიათებს ძალზე მაღალი ტროპიზმი გარკვეული საკვები ნივთიერებების მიმართ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9