E. biological testRus. биологический тестL. testus biologica (ბერძნ. bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) – იგივე ბიოსინჯი. 1. ვაქცინებისა და შრატების კონტროლის მე- თოდი, რითაც განისაზღვრება მათი ტოქსიკურობა, პათოგენურობა და იმუნოლოგიური აქტიურობა. 2. ინფექციური დაავადებების დიაგნოსტირების მეთოდი, რაც გამოიხატება ლაბორატორიული ცხოველების დასენიანებით, გამომწვევი აგენტების და მათი ტოქსინების აღმოჩენის მიზნით.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]