A E L R T X Y

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბც
ბიკ ბილ ბიმ ბინ ბიო ბირ ბის ბიფ ბიჰ

ბიფიდობაქტერიები

E. bifidobacteria
Rus. бифидобактерии
L. Bifidobacteria
(ლათ. bifi dus გაორმაგებული, გახლე- ჩილი, ბერძნ. bakterion ჩხირი) – მიეკუთვნებიან აქტინომიცეტების გვარს. გრამ-დადებითები, უსპორო, უძრავი ჩხირებია, რომლებიც ხშირად იტოტებიან და ბოლოებში ივითარებენ ქინძისთავისმაგვარ შემსხვილებებს. ანაერობებია, თუმცა ამჟღავნებენ ტოლერანტობას ჟანგბადისადმი. შეადგენენ ბავშვების ნაწლავების ნორმალური ფლორის 80-90%-ს. თრგუნავენ სხვადასხვა ლპობის და პათოგენური მიკრობების განვითარებას. წარმოქმნიან K და B ჯგუფის ვიტამინებს და ხელს უწყობენ ნახშირწყლების მონელებას. პათოგენური თვისებები არ გააჩნიათ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9