A E L R T X Y

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბც
ბრა ბრმ ბრო ბრტ ბრუ

ბრონქიტი

E. bronchitis
Rus. бронхит
L. bronchitis
(ბერძნ. bronchos ბრონქი, itis ანთება) – ბრონქების ანთება. მწვავე ბრონქიტს (acute bronchitis) იწვევს ზოგიერთი ვირუსი ან ბაქტერია. მწვავე ბრონქიტის ძირითადი სიმპტომებია: ხველება, ნახველის გამოყოფა და ბრონქების შევიწროება მათი სპაზმური შეკუმშვის გამო. ქრონიკული ბრონქიტის (chronic bronchitis) შემთხვევაში ავადმყოფს ამოაქვს ბრონქების გადიდებული ლორწოვანი ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ლორწოვანი ნახველის დიდი რაოდენობა. ბრონქიტი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება თამბაქოს მწევლებში, ემფიზემით დაავადებულებში, აგრეთვე დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9