A E L R T X Y

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბც
ბრა ბრმ ბრო ბრტ ბრუ

ბრუცელოზი

E. brucellosis
Rus. бруцеллез
L. brucellosis
ადამიანისა და ცხო ველების ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია Brucella-ს ჯგუფის ბაქტერიებით. ნაკლებმოძრავი, მკაცრი აერობებია (ან მიკროაეროფილები), მცირე ზომის, ჩხირის-, კოკისმაგვარი ან სფერული ფორმის უჯრედები. გრამ-უარყოფითებია. საკვებ ნიადაგში ნელა იზრდებიან. ეგზოტოქსინს არ წარმოქმნიან. გააჩნიათ მძლავრი ალერგიული თვისებები. დაავადებული ცხოველიდან ადამიანს გადაეცემა ალიმენტური ან კონტაქტური გზით. ინფექციის წყაროს წარმოადგენს მსხვილი რქოსანი საქონელი, თხა და ღორი. ავადმყოფობას სახელი დაერქვა ინგლისელი ექიმის, დ.ბრუსის საპატივცემულოდ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9