A E L R T X Y

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბც
ბუა ბუბ ბუზ ბულ ბუნ ბუჟ ბურ ბუფ ბუშ ბუხ

ბუნებრივი კილერები

E. natural killers
Rus. естественные киллеры
L. raptori naturalis
ბუნებრივ ანუ ნატურალურ კილერებს (NK – ნატურალური კილერები) გააჩნიათ ე.წ. მცირე ლიმფოციტების მორფოლოგია. წარმოიქმნებიან საერთო ლიმფოიდური ღეროვანი უჯრედისაგან. ამ უჯრედების სამიზნეს წარმოადგენს უჯრედშიდა პარაზიტებით (ბაქტერიებით, ვირუსებით, უმარტივესებით) დაინფიცირებული უჯრედები და ტრანსპლანტატის ალოგენური უჯრედები. ციტოტოქსიკურ ფუნქციასთან ერთად, NK-ები გამოიმუშავებენ ციტოკინებსაც, რომლებიც აძლიერებენ ამ უჯრედების ეფექტორულ ფუნქციას.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9