E. hydatidiform mole (hydatid mole, vesicular mole)Rus. пузырный заносL. mola hydatidosa იგივე ბუშტნამქერი. ორსული ქალის დაავადება, რაც გამოიხატება ქორიონის წამწამების გარდაქმნით გამჭვირვალე სითხის შემცველ ბუშტუკებად, რის შედეგადაც ირღვევა ნივთიერებათა ცვლა დედასა და ნაყოფს შორის. ჩვეულებრივ, მთავრდება ნაყოფის დაღუპვით, თვით ორსულს კი ეწყება სისხლდენები საშვილოსნოდან. შემდგომში შესაძლებელია ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]