E. gas gangreneRus. газовая гангренаL. gangraena gasea (ბერძნ. gangraina განგრენა) - აღწერილ იქნა 1562 წელს ა. პარეს მიერ. დაავადება ვითარდება ბაქტერიის (Clostridium perfringens) მოხვედრისას ჭრილობის ზედაპირზე, სადაც ბაქტერიები აქტიურად მრავლდებიან ჟანგბადის დაქვეითებული შემცველობის პირობებში. დამახასიათებელია ჰემოლიზი, ქსოვილების ნეკროზი და ლპობის სუნის მქონე აირის წარმოქმნა.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]