A E L R T X Y

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გალ გამ გან გარ გას გაფ გაძ

გარდნერელები

E. gardnerella
Rus. гарднереллы
L. gardnerella
სახელი ეწოდათ ამერიკელი ბაქტერიოლოგის, ჰ. გარდნერის საპატივცემულოდ. გვარში შედის ერთადერთი სახეობა - Gardnerella vaginalis. მცირე ზომის, უმოძრაო კოკობაცილებია. მყარ საკვებ ნიადაგებში წარმოქმნის ალფადა ბეტა-ჰემოლიზის ზონებს. იწვევს ჰემორაგიულ ცისტიტს, პიელონეფრიტს და ვაგინიტებს. ამ უკანასკნელი პათოლოგიის ძირითადი სიმპტომია გამონაყოფი უსიამოვნო („თევზის“) სუნით, რაც განპირობებულია ანომალური ამინების წარმოქმნით.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9